სწრაფი მიტანის
სერვისი თქვენი საყვარელი რესტორნებიდან
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში.
მიუთითეთ მისამართი, რომ შემოგთავაზოთ მიტანის სერვისი უმოკლეს დროში

Loading...

გთხოვთ მიუთითოდ თქენი მისამართი, რომ ნახოთ მიწოდების პირობები.
გვერდის გადატვირთვა
ვინოთეკა.ღვინობადაგონი ახაშენიბადაგონი ალავერდის საფერავიბადაგონი ხვანჭკარაბადაგონი მუკუზანიბადაგონი ქინძმარულიბადაგონი საფერავიბადაგონი წინანდალითელავის მარანი 10 ქვევრითელავის მარანი კონდოლი საფერავი მერლოთელავის მარანი კონდოლი საფერავითელავის მარანი მწვანეთელავის მარანი მწვანე ქისითელავის მარანი მუკუზანითელავის მარანი ქინძმარაულითელავის მარანი საფერავითელავის მარანი საფერავი კაბერნეთელავის მარანი სატრაპეზო მწვანეთელავის მარანი სატრაპეზო საფერავითელავის მარანი წინანდალითელიანი ველი ხვანჭკარათელიანი ველი მანავის მწვანეთელიანი ველი მუკუზანითელიანი ველი ქინძმარაულითელიანი ველი როზე მოსანოთელიანი ველი საფერავითელიანი ველი წინანდალითელიანი ველი წინანდალითელიანი ველი ცოლიკოურითელიანი ველი თვიშიჭაჭაჭაჭა თელავის მარანითელიანი ველი ჭაჭა Oakთელიანი ველი ჭაჭა classicარაყიStalichnia 0.5lStalichnia 0.7lStalichnia 1l სასმელები, საჩუქრები
ვინოთეკა

სასმელები, საჩუქრები
სამუშაო საათები
ორშაბათი-კვირა
12:00 - 02:00
მიტანა 3.00ლარი

ვინოთეკა

მინიმალური შეკვეთა 20 ლარია

ალკოჰოლურის სასმელების შეკვეთა დასაშვებია 18 წლიდან.

მინიმალური შეკვეთა 20 ლარია ალკოჰოლურის სასმელების შეკვეთა დასაშვებია 18 წლიდან.
მეტი

ღვინო
ბადაგონი ახაშენი
#1 ბადაგონი ახაშენი
ადგილწარმოშობის ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც მთლიანად საფერავიდანაა დაყენებული. ხალისიანი გარეგნობით ხასიათდება ღვინო, ელვარე ლალისფერია, იასამნისფერი რკალით, წითელი ხილისა და კენკრის მძაფრი სურნელებით, ხალასი მჟავიანობით და საგრძნობი ტანინებით. მიაყოლეთ დესერტებს, ტკბილი სოუსით მომზადებულ შემწვარ ხორცს. 2013
კალათაში დამატება
14.90 ლარი

ბადაგონი ალავერდის საფერავი
#2 ბადაგონი ალავერდის საფერავი
საფერავიდან დაყენებული პრემიალური ღვინოა, შედარებით მკრთალი შეფერილობის, ალუბლისფერი. პირველ სურნელებში ძალიან ნაზ არომატებს იგრძნობთ და საკმაოდ დიდი ყურადრებაა საჭირო პირველი არომატების იდენტიფიცირებისთვის. ხასიათდება წითელი ხილისა და მწვანე სუნელების ტონებით, ასევე ამოიცნობთ ალუბლის ნაყენისა და დაფნის სურნელებს. ძალზე ელეგანტური, ნაზი ღვინოა, საინტერესო დაბოლოებითა და გამჭოლი ტანინებით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ღვინის მჟავიანობას. 2010
კალათაში დამატება
105.00 ლარი

ბადაგონი ხვანჭკარა
#3 ბადაგონი ხვანჭკარა
ალექსანდროულიდან და მუჯურეთულიდან დაყენებული ადგილწარმოშობის ნახევრადტკბილი ღვინოა, მკრთალი ლალისფერია, სასიამოვნო პირველი სურნელებით, სადაც წითელი კენკრისა და ხილის, ასევე მცირედი ტკბილი სუნელების არომატებსაც იგრძნობთ. ახალგაზრდული სიცხარის მიუხედავად, სასიამოვნო მჟავიანობის ძალზე რბილი და გაწონასწორებული ღვინოა, საკმაოდ საინტერესო დაბოლოებით. მიაყოლეთ დესერტებს, ხილის ნამცხვრებს და სალათებს. 2013
კალათაში დამატება
38.00 ლარი

ბადაგონი მუკუზანი
#4 ბადაგონი მუკუზანი
შინდისფერი ღვინოა, ეფექტური პირველი სურნელებით, სადაც მუხის არომატებს იგრძნობთ, ასევე რძიან შოკოლადს, მაყვლის მურაბას, ჩახარშული ხილის ტონებს. საკმაოდ ტანინიანი ღვინოა, თუმცა კი რბილი და შედარებით ელეგანტური. დაბოლოებაში ტკბილ სანელებლებსაც იგრძნობთ. ნაკლებსხეულიანი ღვინოა სასიამოვნო მჟავიანობით.2012
კალათაში დამატება
20.00 ლარი

ბადაგონი ქინძმარული
#5 ბადაგონი ქინძმარული
შედარებით მკრთალი შინდისფერი ღვინოა, ქინძმარაულისთვის ტრადიციული, კარგად ნაცნობი სურნელებით – წითელი კენკრა, შინდი, ჩაჭყლეტილი ალუბალი, ყვავილოვანი ტონები (ვარდი) და სხვ. ღვინო საშუალო ტანინებით ხასიათდება და სიახლის მიუხედავად, ძალზე რბილი გემო აქვს ამ ნახევრადტკბილ ღვინოს. სასიამოვნო დაბოლოება კიდევ უფრო გემრიელს ხდის ბოლო შთაბეჭდილებებს. 2013
კალათაში დამატება
18.00 ლარი

ბადაგონი საფერავი
#6 ბადაგონი საფერავი
შინდისფერია, საშუალო გამჭვირვალობის, ხასიათდება ახალი წითელი ხილისა და მცენარეული სურნელებით (მწვანე და ხმელი სუნელები). საშუალო მჟავიანობის გაწონასწორებული ღვინოა, მიაყოლეთ ძეხვებს და ხორციან კერძებს. 2013
კალათაში დამატება
12.90 ლარი

ბადაგონი წინანდალი
#7 ბადაგონი წინანდალი
სასიამოვნო პირველი სურნელებით ხასიათდება ეს წინანდალი, ნაცნობი, კლასიკური ღვინოა, მომწვანო-ჩალისფერი. სურნელში თავიდანვე იგრძნობთ მწვანე მსხლის ეფექტურ არომატებს, რომელიც კიდევ უფრო აშკარა ხდება დაგემოვნებისას. დაგემოვნებისას ჩნდება ციტრუსებისა და კურკიანი ხილის ტონებიც (მაგ. ატამი). ახალი, ხალისიანი წინანდალია, საინტერესო დაბოლოებით და მაღალი მჟავიანობით. ღვინო კარგი მისაყოლებელი იქნება თევზთან და მსუბუქ სალათებთან. 2009
კალათაში დამატება
9.90 ლარი

თელავის მარანი 10 ქვევრი
#8 თელავის მარანი 10 ქვევრი
2011. ღვინო ოქროსფერია, შესანიშნავი, ეფქტური გარეგნობის. სურნელში კი პირველ რიგში კომშისა და ნაღების ტონები გამოდის წინა პლანზე. მშრალი თეთრი ხერესის ნოტებიც ჩნდება. რქაწითლიდან დაყენებულ ამ ღვინოს სურნელიც ნამდვილად გამორჩეული აქვს, პირველ რიგში კი მანდარინის კანისა და სხვა ციტრუსების. ღვინო კარგი მისაყოლებელი იქნება სუნელებთან შემწვარ კალმახთან, ეკზოტიკური სოუსებით მომზადებულ საქონლის ხორცთან.
კალათაში დამატება
50.00 ლარი

თელავის მარანი კონდოლი საფერავი მერლო
#9 თელავის მარანი კონდოლი საფერავი მერლო
ამ ღვინოში 50-50-%-ზეა ეს ორი ჯიში, ქართული საფერავი და ფრანგული მერლო. ყურძენი კონდოლის მიკროზონაშია დაკრეფილი. ღვინომ ფერმენტაცია პატარა მუხის კასრებში გაიარა, შემდეგ კი კასრებშივე გაგრძელდა 12 თვიანი დავარგება. მუხის კვალი აშკარად ჩანს, თუმცა იგი ჰარმონიულადაა შერწყმული შავი კენკრის და მცენარეულ ტონებთან. ასეთი ტიპის ღვინოებში მოსალოდნელია ხოლმე მოხალული ხორბლისა და ყავის მკვეთრი სურნელებიც. საკმაოდ ძლიერი ღვინოა, სხეულიანი, მაღალი გრადუსით. კარგი იქნება ქონრით მოზადებულ ცხვრის ხორცთან და ცხვრისავე მწვადთან. 2009
კალათაში დამატება
36.90 ლარი

თელავის მარანი კონდოლი საფერავი
#10 თელავის მარანი კონდოლი საფერავი
კონდოლური საფერავი, ღვინო, რომელშიც უკვე კარგად იგრძნობა სიძველის ტონები, ფერშიც და გემოზეც. თითქმის ძოწისფერი ღვინოა, დავარგებულია მუხაში, ამიტომ მზეზე დაბრაწული შავქლიავის ჩირის გარდა კიდევ ვანილის ტონებით ხასიათდება. სავსე, მწიფე ღვინოა ხანგრძლივი დაბოლოებით, კარგი იქნება მაყალზე შემწვარ ცხვრის მწვადთან.   2012
კალათაში დამატება
36.90 ლარი

თელავის მარანი მწვანე
#11 თელავის მარანი მწვანე
2013. თელავის მარნის მწვანე ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ქართველ მომხმარებელს შორის. ღია ჩალისფერი ღვინოა, სასიამოვნო პირველი სურნელებით, სადაც მწვანე კახურის ჯიშისთვის დამახასიათებელი სურნელების სრული ბუკეტი იკვრება – ყვავილებით დაწყებული, ვენახის ატმით დამთავრებული. კარგი ღვინოა აპერიტივისთვისაც და თევზიანი კერძებისთვისაც. 
კალათაში დამატება
10.90 ლარი

თელავის მარანი მწვანე ქისი
#12 თელავის მარანი მწვანე ქისი
2013. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კლასიკური (ევროპული) ტიპის თეთრი ღვინოა, რაც კი ქართულ ბაზარზე გამოვიდა ბოლო ორი წლის მანძილზე. ამ ორი არომატული და ხალისიანი ჯიშის პროცენტული შეფარდება 50/50-ზეა ამ ღვინოში, რის შედეგადაც საკმაოდ ეგზოტიკული და ხალისიანი ღვინო გამოვიდა. ჩალისფერია, თავიდან მოტკბო სურნელებს იგრძნობთ, რომელიც მალე ხილის ტონებში გადაიზრდება, სადაც ანანასი და ხილის ყვავილები გამოდის წინა პლანზე. ხალასი მჟავიანობით ხასიათდება და დაგემოვნებაც შედარებით დიდხანს გრძელდება. ეს ღვინო საუკეთესო აპერიტივი იქნება. გარდა ამისა შეგიძლიათ მსუბუქ სალათებსაც მიაყოლოთ.
კალათაში დამატება
19.90 ლარი

თელავის მარანი მუკუზანი
#13 თელავის მარანი მუკუზანი
2012. ეს თელავის მარნის მორიგი ვინტაჟის მუკუზანია, ალუბლისფერი, საშუალოდ ინტენსიური შეფერვით. პირველივე სურნელებში იგრძნობა მუხისა და შავი კენკრის შერწყმული არომატები. დაგემოვნებისას მუხის გავლენა უფრო ზომიერი ხდება, იგრძნობთ დავარგებული ღვინისთვის დამახასიათებელ სასიამოვნო, რბილ ტონებსაც - ლეღვის ჩირი, ქლიავის ჯემი და სხვ. საუკეთესოა მაყალზე ან გრილზე შემწვარ ხორცთან.
კალათაში დამატება
23.90 ლარი

თელავის მარანი ქინძმარაული
#14 თელავის მარანი ქინძმარაული
ხანდახან ქინძმარაულს საფერავის ერთ-ერთი უმარტივესი მეგზურის როლიც კი შეუძლია იკისროს, იმდენად ცხადად ჩანს ხოლმე მასში ამ ჯიშის ძირითადი სურნელები. თელავის მარნის ქინძმარაული სწორედ ასეთია. ამ შინდისფერ ნახევრადტკბილ ღვინოში პირველად სწორედ ეფექტური სურნელები მიიქცევს ყურადღებას, სადაც მწიფე მაყვალსა და შავ ბალს ტკბილი სანელებლები ავსებს. კარგი სადესერტო ღვინოა. შესაძლოა ღვინო ტკბილ სოუსში მომზადებულ ხორცსაც მოუხდეს.  2013
კალათაში დამატება
22.90 ლარი

თელავის მარანი საფერავი
#15 თელავის მარანი საფერავი
2013. ალუბლისფერი, გემრიელი სუფრის საფერავია, ხილისა და შავი კენკრის სასიამოვნო სურნელით. შედარებით მაღალმჟავიანია. კარგი მისაყოლებელი იქნება კარტოფილთან შემწვარ ღორის ხორცთან, ჩაბასტურმებულ მწვადთან, გუდის ყველთან. 
კალათაში დამატება
14.90 ლარი

თელავის მარანი საფერავი კაბერნე
#16 თელავის მარანი საფერავი კაბერნე
ალუბლისფერი, საკმაოდ სხეულიანი ღვინოა. მთავარ ხმას საფერავი ამბობს, იმდენად, რომ კაბერნე ძნელად ამოიცნობა. სურნელებში შავი ქლიავის ჩირსა და ხილფაფებს გამოვყოფდი. გემოზე ცოტათი ხისტია, თუმცა მუხისა და ჯიშური ტონების შერწყმა საკმაოდ უცნაურ და უცხო დაბოლოებას წარმოქმნის, სადაც წიწვოვან-მცენარეული ნოტებიც ამოიცნობა. მისაყოლებლად კარგი იქნება შემწვარ იხვთან, საქონლის ჩახრაკულთან, ღვიძლთან. 2013
კალათაში დამატება
14.90 ლარი

თელავის მარანი სატრაპეზო მწვანე
#17 თელავის მარანი სატრაპეზო მწვანე
ქვევრში, ტრადიციული წესით დაყენებული ღვინოა, მწვანე კახურის ჯიშიდან. ოქროსფერია, პირველივე სურნელებში ნაღებისა და ირისის ტკბილი ტონები ჩნდება, რომელიც უფრო ხაზგასმული ხდება დაგემოვნებისას. შედარებით სწორხაზოვანი, უთქმელი ღვინოა, ხავერდოვანი, რბილი ტანინებით, სასიამოვნო ზეთოვანებითა და მინერალური დაბოლოებით. 2010
კალათაში დამატება
50.00 ლარი

თელავის მარანი სატრაპეზო საფერავი
#18 თელავის მარანი სატრაპეზო საფერავი
ძალზე ინტენსიური შეფერვის მქონე საფერავია, ღრმა შინდისფერი. პირველივე სურნელებში იგრძნობთ სანელებლებს – შავ პილპილს, შემდეგ კი ტკბილ სანელებლებს, ასევე შავი ქლიავის ჩირსა და მცირედ კენკრის ტონებსაც. ღვინო ცოცხალი მჟავიანობით ხასიათდება და საკმაოდ მაღალალკოჰოლიანია. კარგად გაწონასწორებული და ბალანსებული ენერგიული ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით.
კალათაში დამატება
64.00 ლარი

თელავის მარანი წინანდალი
#19 თელავის მარანი წინანდალი
2011. თელავის მარნის მორიგი წინანდალია, ახალი მოსავლის ღვინო. მკრთალი ჩალისფერით ხასიათდება და პირველივე სურნელში იგრძნობთ ახალი ღვინისთვის დამახასიათებელ სურნელებს – მწვანე მსხალი, თეთრი ატამი, ხილის ყვავილები. ცხარე, ახალგაზრდა ღვინოა, საკმაოდ მაღალი მჟავიანობითა და საინტერესო დაბოლოებით. მიაყოლეთ თევზიან კერძებს.
კალათაში დამატება
11.90 ლარი

თელიანი ველი ხვანჭკარა
#20 თელიანი ველი ხვანჭკარა
2012 რაჭული, ადგილწარმოშობის ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც ადგილობრივი ჯიშებიდან, ალექსანდროულიდან და მუჯურეთულიდანაა დაყენებული. შესანიშნავი გარეგნობის ღვინოა, გამჭვირვალე, ელვარე ჟოლოსფერი, გემოზე ძალიან რბილი და ხავერდოვანია, კარგად დაბალანსებული, სადაც მჟავიანობაც ამბობს თავის სიტყვას და პიკანტურობას სძენს ღვინოს. წითელი გოგრა ბალისა და მწიფე ალიბუხარი ქლიავის სურნელებთან ერთად დაბოლოებაში დაჭყლეტილ ჟოლოსაც იგრძნობთ. შესანიშნავი სადესერტო ღვინოა, საუკეთესოა ტკბილეულთან მისაყოლებლად. მათ შორის: ხილიანი ნაყინი, თაფლიანი ნამცხვრები და ხილის ჟელეები. მიირთვით კარგად გაგრილებული.
კალათაში დამატება
48.90 ლარი

თელიანი ველი მანავის მწვანე
#21 თელიანი ველი მანავის მწვანე
2012 ერთ-ერთი გამორჩეული კლასიკური (ევროპულად დაყენებული) ღვინოა, ადგილწარმოშობის დასახელების. სურნელებში ადვილად ამოიცნობთ მანავური მწვანისთვის დამახასიათებელ არომატებს, სადაც პირველ რიგში ხილის ყვავილებსა და საადრეო ატმის ტონებს იგრძნობთ. საშუალო ხანგრძლივობის დაბოლოება აქვს, კარგი მისაყოლებელი იქნება ქათმის თეთრ ხორცთან და ხაჭაპურთან, სალათებთან.
კალათაში დამატება
10.90 ლარი

თელიანი ველი მუკუზანი
#22 თელიანი ველი მუკუზანი
2013 თელიანი ველის მორიგი მოსავლის მუკუზანია. ალუბლისფერი ღვინოა, მცირედი ძოწისფრით. თავდაპირველად მუხის კვალს შეიგრძნობთ, შემდეგ კი ქლიავის კარგად შესქელებული ჯემისა და ნარშარაბის ჯერი დგება. კარგი იქნება ღვინის სოუსით მომზადებულ შემწვარ ღვიძლთან.
კალათაში დამატება
22.90 ლარი

თელიანი ველი ქინძმარაული
#23 თელიანი ველი ქინძმარაული
ადგილწარმოშობის ნახევრადტკბილი ღვინოა, საფერავიდან დაყენებული. ახალი, ცოცხალი ტანინებით სავსე ხალისიანი ღვინოა, საკმაოდ სხეულიანიც. მუქი ჟოლოსფერია, ინტენსიური შეფერვით. სურნელში მაყვალსა და სხვა კენკრას ამოიცნობთ. ხანგრძლივი დაბოლოება ახასიათებს. მისაყოლებლად რა თქმა უნდა დესერტი იქნება საუკეთესო, თუმცა, ხვანჭკარასთან შედარებით, გაცილებით ძლიერი და კუნთებიანი ღვინოა, ამიტომ, მისაყოლებელიც შესაბამისი უნდა. სწორედ ამიტომ, ალბათ დასაშვები იქნება ღვიძლიც, ტკბილი სოუსით. ასევე წითელი ხილის ასორტი და შოკოლადის ნამცხვარი. 2013
კალათაში დამატება
22.90 ლარი

თელიანი ველი როზე მოსანო
#24 თელიანი ველი როზე მოსანო
2013 ღია ძოწისფერი, შესანიშნავი გარეგნობის ღვინო, რომელიც დასხმისთანავე კარგად განგაწყობთ. ნამდვილი სადღესასწაულო, ახალგაზრდული ღვინოა, რომელიც მწიფე ხილისა და მსუბუქი ტყავის მდიდრული სურნელებით ხასიათდება. კარგი მისაყოლებელი იქნება თევზიან, სოკოიან ან ტარხუნიან ღვეზელებთან, ხილთან.
კალათაში დამატება
14.90 ლარი

თელიანი ველი საფერავი
#25 თელიანი ველი საფერავი
2013 ღვინო მწიფე ალუბლისფერია, სურნელზე შავი მოცხარის, კენკრისა და ვანილის არომატები გამოარჩევს. საკმაოდ ძლიერი ღვინოა, ღვინოში მუხის კვალიც მოჩანს. კარგი მისაყოლებელი იქნება გრილზე შემწვარ ხორცთან და ძეხვეულთან.
კალათაში დამატება
14.90 ლარი

თელიანი ველი წინანდალი
#26 თელიანი ველი წინანდალი
2012. ჩალისფერი ღვინოა, უმცირესი ოქროსფერი სხივებით. თავიდან შედარებით მკაცრი ღვინის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა სულ მალე იხსნება და ციტრუსებისა და ნედლი თხილის არომატებს იგრძნობთ. ხასიათდება ცოცხალი მჟავიანობით, კარგი მისაყოლებელი იქნება ქათმის თეთრი ხორცით მომზადებულ მწვანე სალათებთან, სალათა ცეზართან.
კალათაში დამატება
10.90 ლარი

თელიანი ველი წინანდალი
#27 თელიანი ველი წინანდალი
2013. ამ წინანდალმა, თელიანი ველის მეორე წინანდალისგან განსხვავებით, რამდენიმე თვე მუხაში გაატარა. მცირედი განსხვავება ფერშიც იგრძნობა, ღვინოში მეტი ოქროსფერია, პირველ სურნელებში კი მუხის ტონები გამოდის წინა პლანზე - გარგრის ჩირი, უნაბი და ქაცვის ჯემი. საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება, განსაკუთრებით ეს ღვინო თეთრი, მუხაში დავარგებული ღვინის მოყვარულებს მოეწონებათ. ღვინო კარგი მისაყოლებელი იქნება ძეხვიან და გამოყვანილი ორაგულით მომზადებულ სალათებთან.
კალათაში დამატება
13.90 ლარი

თელიანი ველი ცოლიკოური
#28 თელიანი ველი ცოლიკოური
2011. ლეჩხუმის რაიონში დაკრეფილი ცოლიკოურიდანაა ღვინო დაყენებული. ეს ჩალისფერი, ოქროსფერსხივებიანი ღვინო სულ ახალია, ცინცხალი, თეთრი ხილისა და ხილის ყვავილების სურნელებით. ახალგაზრდა ღვინისთვის დამახასიათებელი სიხისტე საინტერესო დაბოლოებად ყალიბდება, დიდხანს რჩება და თხილისა და გოგრის თესლის ტონებით სრულდება. სასიამოვნო მჟავიანობით ხასიათდება, ცივად დასალევია, საზაფხულო. მიაყოლეთ თევზეულს და მსუბუქ სალათებს. შემწვარი ან მოხარშული თეთრი თევზი (ტილაპია, ქამბალა) საუკეთესო მისაყოლებელი იქნება. ასევე მშრალი, დავარგებული ყველები, მათ შორის, თხის ყველიც. 
კალათაში დამატება
16.00 ლარი

თელიანი ველი თვიში
#29 თელიანი ველი თვიში
2013. ეს გახლავთ ლეჩხუმში, ტვიშის ზონაში მოყვანილი ცოლიკოურის ბოლო მოსავლის ღვინო. ფერზე უფრო ოქროსფერი ეთქმის, ვიდრე ჩალისფერი, ძალიან სასიამოვნო სურნელებით ხასიათდება, სადაც ატმის, ლეღვისა და ანანასის ჩირის ტონები გამოირჩევა. რბილი, ხავერდოვანი ღვინოა, კარგი დაბოლოებით. ნახევრადტკბილი ღვინო “ტვიში” დალიეთ ცივად, მიაყოლეთ თაფლის ნამცხვრებს, ხილის ტორტებს, ხილს.
კალათაში დამატება
19.90 ლარი

არაყი
Stalichnia 0.5l
კალათაში დამატება
23.90 ლარი

Stalichnia 0.7l
კალათაში დამატება
30.90 ლარი

Stalichnia 1l
კალათაში დამატება
42.00 ლარი

არ მოიძებნა
შეაფასეთ, თუ უკვე შეუკვეთეთ ვინოთეკა
Menu.ge
არ გამოტოვოთ საუკეთესო შეთავაზებები!
გსურთ მიიღოთ სიახლეები ბრაუზერის საშუალებით?
close_btn
გვერდის გადატვირთვა